ოზურგეთი: ამდენხანს თუ ცხვირ-ჩამომტვრეული „როტონდა“ იყო ბანქო-კამათლების სათამაშო დარბაზად გადაქცეული, ეხლა ბედმა გაუღიმა აქაურ ყმაწვილ კაცობას და გაიხსნა აქ ერთი ყავახანა. ახლა რა დროსაც არ უნდა შეიხედოთ ყავახანაში ყოველთვის დაგვხდება 30-40 ყმაწვილი კაცი და ხან მეტიც, რომელნიც შეექცევიან სხვა-და-სხვა თამაშობას.
.
სანთლითაც, რომ გეძებნათ დღემდის ოზურგეთში, ერთს სუფთა და ხეირიან მოწყობილს სასადილოს ვერ შეხვდებოდით ამ წლის იანვრიდან ბ-ნმა ი. ჟღენტმა დაიქირავა, ქალაქზე ცოტა მოშორებით, დიდი შენობა და გახსნა რესტორანი, რომელიც მშვენივრას მოაწყო და საჭმელიც სუფთად კეთდება. ჩვეულებრივი სენი ამ რესტორანსაც გადაედო. ყავახანაში თუ 30-40 მოთამაშეს შეხვდებით, ნაკლებს არც ამ რესტორანში ნახავთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ უფრო ჯიბე-სქელი მოთამაშეებია.
.
ოზურგეთელი
“ივერია” 1903 წელი #54
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.