“მშვე­ნი­ე­რია, სხვა რა უნდა ვთქვა” – მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ მას სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი, რუ­სე­თის ტე­ლე­არხ Russia Today-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი “ტელგრა­მარხზე” წერს, რომ სომ­ხეთ­ში ჩას­ვლა აუკ­რძა­ლეს.

“კონ­სტან­ტი­ნე ზა­ტუ­ლინს, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხე­თის გა­აფ­თრე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი გახ­ლდათ, სომ­ხე­თის ამ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა. სხვა­თა შო­რის მეც. მშვე­ნი­ე­რია, სხვა რა უნდა ვთქვა”, – წერს სი­მო­ნი­ა­ნი“.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის დუ­მის დსთ-ს საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლინ­მა 25 ოქ­ტომ­ბერს, “ტე­ლეგ­რა­მარხზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რომ სომ­ხე­თის შე­სა­ხებ მისი ბო­ლო­დო­ინ­დე­ლი სა­ჯა­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ზი­ანს აყე­ნებს სომ­ხე­თის და რუ­სე­თის მე­გობ­რუ­ლი და სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და სომ­ხეთ­ში მისი ჩას­ვლა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

დუ­მის დე­პუ­ტატ ზა­ტუ­ლინს, რო­მე­ლიც ბოლო ხანს, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს, მას ერე­ვან­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღო რუ­სე­თის და სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა არა­ფორ­მა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის, “ლა­ზა­რე­ვის კლუ­ბის” შეხ­ვედ­რა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­ანს, მის­თვის სომ­ხეთ­ში ჩას­ვლის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ გა­უვრცე­ლე­ბია.

Ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share