“კვარაცხელია იდეალურია, ყველაფერი შეუძლია და იცის. ის ძალიან კარგი ბიჭია, დღესაც მეტოქეებს ბურთის დასაბრუნებლად მიჰყვებოდა. ხშირად მისი წყალობით ბურთის დაბრუნება ჩვენთვის უფრო ადვილი ხდება. ზოგჯერ, შემტევები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებებენ ორთაბრძოლისა და პოზიციის მოგებას, რაც მის თანაგუნდელებს საშუალებას აძლევს უფრო ნაკლები სივრცე დაფარონ და ეს ბურთის ფლობას ამარტივებს. როგორ არის? კარგად, ფეხში დარტყმა მიიღო, მაგრამ თამაშის გაგრძელება სურდა. საბედნიეროდ, გვაქვს შესაძლებლობა იგი სხვა მაღალი დონის მოთამაშეებით შევცვალოთ და გარისკვა არ გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე შემეცვალა”, – თქვა სპალეტიმ 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ, სადაც კვარამ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თარგმანი: europop