ახალ კვლევაში დევიდ რეილმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, რამდენად თანმიმდევრულად აფასებენ მამაკაცები და ქალები საკუთარ IQ-ს. ამავდროულად, შეაფასეს ზოგადი თვითსეფასება და მასკულინური და ფემინური პიროვნული თვისებები. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საკუთარი IQ-ის გადაჭარბებულად შეფასების საუკეთესო პროგნოზებს წარმოადგენდა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სქესი. მამაკაცად დაბადება და ძლიერი მასკულინური თვისებების ქონა (კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც) უკავშირდება „გაბერილ” ინტელექტუალურ თვითშეფასებას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაცებს თავი უფრო ჭკვიანები ჰგონიათ, ვიდრე არიან, ხოლო ქალებს – პირიქით. მამრობითი სქესის წარმომადგენლები აფასებენ თავიანთ ინტელექტს უფრო მაღალი ქულით, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.