ლანჩხუთის მოსახლეობა ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და წევრების წყლითა და მინერალური სასმელებით უზრუნველყოფაში მიმდინარე წელს სამი ათას ლარს გადაიხდის.
თუმცა “მოსახლეობა გადაიხდის” პირობითია, რადგან ეს გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მიიღო და ამ უკანასკნელმა, სპეციალური ხელშეკრულებაც კი გააფორმა ბიზნესმენ ნათია კილაძესთან.
მოლაპარაკებები, მერიასა და ბიზნესკომპანიას შორის, დაახლოებით 41 დღე მიმდინარეობდა და მას სარიშვილი კალაძის წარმომადგენელ მოსე დობორჯგინიძესთან აწარმოებდა.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ანუ 2022 წლის 7 თებერვლამდე, ლანჩხუთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დეპუტატები წყლისა და მინერალური სასმელების მომარაგების გარეშე იყვნენ, თუმცა, როგორც ლანჩხუთიდან გვატყობინებენ ეს მათ სამუშაოს პროდუქტიულობას არ დასტყობია.
გთავაზობთ ხელშეკრულებას, თუმცა მასში ვერ იპოვით პასუხს – თუ რატომ მიირთმევენ ლანჩხუთის საკრებულოში ყოველწლიურად 1000 ლარით მეტ “ნაბეღლავს”, ვიდრე ლანჩხუთის მერიაში.