რამდენიმე თვის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში ადიდებულმა წყალმა ხიდი წაიღო და სამი ოჯახი სახლში მისასვლელი გზის გარეშე დარჩა. ამის შესახებ მაშინ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი წერდა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატის შეტანილი განცხადების შემდეგ, მერიამ ხიდი აღადგინა, თუმცა უხარისხოდ. რატომ დასჭირდათ სამაშველო სამსახურის გამოძახება ადგილობრივებს, თათია ნიკოლაშვილის სტატუსიდან ირკვევა:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze ამას ეძახით სამუშაოს შესრულებას ?
სამაშველო სამსახურის გამოძახება რომ დასჭირდათ ადამიანებს ისეთი მდგომარეობა რომ შეუქმენით.
ერთი წელი ხომ ალოდინეთ, 1000 ლარი რომ დაჯდებოდა მაქსიმუმ წესით ისეთ საქმეზე ბიუროკრატიული პროცედურებით და ეს გააკეთეთ?
რა დაჯდა ეს და ვინ არის ამის შესრულებაზე პასუხისმგებელი?
ცალკე ტრაგედიაა ამ სოფლის გამგებელი რომ ახლდათ თურმე და ეს სამუშაო მოიწონა, ჩაიბარა!!
კეთილი ინებეთ, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და მოუგვარეთ ადამიანებს ეს პრობლემა! ფულის ჭამა კი გამოგდით კარგად და ხალხს ასეთ მდგომარეობაში ტოვებთ.
როგორ მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ მათი “ნაშრომი” და 21- საუკუნის ხიდი .
3 თვის წინ ვიდეოც მედო ამ მოსახლეობის პრობლემაზე, სოფელ ქვედა ბახვში ადამიანებს სახლამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდათ, ხიდი ადიდებულმა წყალმა წაიღო, სამი ოჯახი სახლში მისასვლელის გარეშე დარჩა. არაერთხელ მიმართეს მერიას, გამგეობას, ერთი წელი პირდებოდნენ ტყუილად. საბოლოოდ ჩემი შეტანილი განცახდებიდან სამი თვის შემდეგ, როგორც იქნა, იკადრეს და მივიდნენ “გასაკეთებლად”. შედეგს ხედავთ: გადათხარეს ყველაფერი, ზემოდან წყლიდან ამოღებული ნაგავი და ქვები დააყარეს, არც ხრეში, არც ჯებირი, თან იქ სადაც მდინარე დიდდება.. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალბატონი ცხოვრობს იქ..
დახმარების ნაცვლად ხალხი კიდევ უარესი საფრთხის წინაშე დააყენეს. მანქანა ჩავარდა და სამაშველოს გამოძახება გახდა საჭირო ..” – წერს ნიკოლაშვილი.
+2
34
17 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება