ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა “ვივა მედიდან” სამედიცინო კვლევებისთვის გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს კლინიკური დირექტორი. ზურაბ ჩხაიძე “მთავართან” სატელეფონო კომენტარში ამბობს, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკვე ისევ “ვივა მედში” იმყოფება – “კვლევაზე გვყავდა გადაყვანილი, დასრულებულია კვლევა და ადგილზეა პაციენტი” – აცხადებს ჩხაიძე, თუმცა რომელ კლინიკაში ჰყავდათ მესამე პრეზიდენტს, ამასთან დაკავშირებით ის არაფერს ამბობს.
“რაც იყო რეკომენდირებული ჩვენი კონსულტანტების მიერ, ჩაუტარდა შესაბამისი ემერაი კვლევა” ამბობს ჩხაიძე. მისივე ინფორმაციით, კვლევა, მათ შორის, ჩატარდა ტუბერკულოზზე.
ჩხაიძის თქმით, “ვივა მედში” აღნიშნული კვლევები მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ჩაუტარეს.