ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია თუ არჩევნებზე მოვა 55%-ზე მეტი ხალხი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია აცხადებს, რომ თუ არჩევნებზე 55%-ზე მეტი ხალხი მივა, ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია.

ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„სულ ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებასთან და დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვებაში ბევრი ფაქტორის გამო. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი თუ არჩევნებზე მოვა 55%-ზე მეტი ხალხი. მათ აქვთ მინიმუმი ადმინისტრაციული რესურსი, ვინც ხმას აძლევს, პლიუს მოსყიდვა, ეს საშუალება აქვთ დარჩენილი, სხვა აღარავინ აძლევს ხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ეს განეიტრალდეს, ჩვენ გვჭირდება, რომ მოვიდეს ამომრჩევლების 55%-ზე მეტი. დაახლოებით იმდენივე, რამდენიც მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამისათვის, ხალხს უნდა დავაჯეროთ, რომ აზრი აქვს არჩევნებზე მოსვლას, ისინი კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პირიქით დააჯერონ.

მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხი მოვიდეს ახლა უნდა გავიშალოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share