საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ალუდა ღუდუშაური, მიიჩნევს რომ ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის შესახებ მხოლოდ იმ კანონის მიღება სურს, რომელიც ივანიშვილის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს დაუჭერს მხარს, ეს კი მისი შეფასებით, რეალობას არ შეესაბამება.
როცა ამ კანონს დადებითი შეფასებები ჰქონდა უკრაინაში, რატომ არის, რომ დღეს საქართველოს რეალობაში ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ და აკრიტიკებენ ის ადამიანები, ვისაც ან კანონის ტაშის დაკვრის დროს ხელისგულები ჰქონდა გადატყავებული.
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ოპოზიციის აქა-იქ წამოკნავლება. მათი მთავარი ამოცანა, ვინც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს, მისთვის მხოლოდ ერთი კანონპროექტია მისაღები, როცა პირდაპირ და თვალნათლივ ერთი სახელი და გვარი იქნმება ჩაწერილი და ეს გასაგებია, რატომ მტრობენ და უპირისპირდებიან ეს ადამიანები ბატონ ივანიშვილსა და მის ოჯახს – ამბობს ღუდუშაური.
თეა წულუკიანის მითითების შემდეგ ,,ქართული ოცნების” თავდასხმები ოპოზიციაზე უფრო თვალსაჩინო გახდა. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონი ხელისუფლების ოპონენტთა პარტნიორების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის შეიძლება, იქნას გამოყენებული.
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაამტკიცებს. ცნობილია, რომ ის ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.