ირულეგის ხელი: არტეფაქტი ბასკური ენის წარმომავლობის საიდუმლოს ხსნის

თანამედროვე ბასკურის წარმომავლობას რკინის ხანის ტომს, ვასკონებს უკავშირებენ. მეცნიერებს ვასკონებთან დაკავშირებით ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ისინი გაუნათლებელი ხალხი იყვნენ და გამართული დამწერლობაც არ გააჩნდათ. ირულეგის ხელის აღმოჩენის შემდეგ ეს მოსაზრება გაქარწყლდა.

ირულეგის ხელი არქეოლოგებმა ქალაქ პამპლონთან გათხრების შედეგად, გასულ წელს აღმოაჩინეს. გათხრების ხელმძღვანელის თქმით, ნიმუშების გადარჩენას იმ გარემოებას უნდა უმადლოდნენ, რომ ომის პერიოდში, ქალაქის გადაწვის შემდეგ, ისინი მიწის ქვეშ ჩაიმარხა.

ირულეგის ხელი ბრინჯაოს ბრტყელი ფიგურაა, რომელსაც ადამიანის ხელის ზომა და ფორმა აქვს. ხელს ოჯახისათვის იღბლის მოტანის დანიშნულებით თილისმად შესასვლელი კარის წინ კიდებდნენ. მასზე უამრავი სიმბოლოა დატანილი. ექსპერტები, რომლებიც მათ გაშიფვრას ცდილობენ, ვარაუდობენ, რომ იგი პროტო-ბასკურის უძველესი წერილობითი ნიმუში უნდა იყოს.

აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ვასკონებს დამწერლობა ჰქონდათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share