ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, როგორც თავად წერს, ასახულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა.
„იმ დროს, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ძლიერად ყვირის რუსეთის სავარაუდო ბირთვულ საფრთხეზე, უკრაინელი ბოევიკები შეუფერხებლად ურტყამენ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს“, – წერს კადიროვი.
ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ბირთვული საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან კი არ მოდის, არამედ „კრიმინალური კიევის რეჟიმიდან“.
როგორც კადიროვმა აღნიშნა, რომ „უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ნაციონალისტური ბანდა და ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს, მსოფლიო საზოგადოების მტრები და ტერორისტები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან საუბარი შეუძლებელია“.