აშშ-ს შტატ მასაჩუსეტსის Apple-ის მაღაზიაში ავტომობილის შეჯახებისას, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ზოგიერთი მათგანი კი სიცოცხლისთვის საშიშია.
პოლიციას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მაღაზიაში შემთხვევის დროს, თუმცა პოლიციამ აღნიშნა, რომ შეჯახება მადლიერების დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, აშშ-ში ამ პერიოდში სავაჭრო ცენტრები განსაკუთრებით გადატვირთულია.