დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს – მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას, – ამის შესახებ ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ორბელიანების სასახლეში შეხვედრა 17:30 საათზე გაიმართება.
„ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს”,-აღნიშნულია მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.