სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა პრეზიდენტის მაგიდაზე დევს. ცენტრ ,,ემპათიას” ხელმძღვანელი 2 საათის განმავლობაში აცნობდა ზურაბიშვილის ადმინისტრაციას უცხოელი და ქართველი მედიკოსების შეფასებებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტს, სადაც სააკაშვილის მძიმე დიაგნოზებია თავმოყრილი, 16 ექსპერტი აწერს ხელს. სწორედ ეს დასკვნა უნდა გახდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საფუძველი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოზე, ან პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.
“შევხვდი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათ დიდი ინტერესი გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ და ასევე დასკვნაში ასახული მტკიცებულებების და დებულებების მიმართ, მე მათ გავუზიარე ჩემი მოსაზრება და მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების, რომლებიც ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი რაც შეიძლება სწრაფად საზღვარგარეთ, იქნება ეს აშშ თუ ევროპა, მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო ც კლასის კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც სწორი დიაგნოსტიკა, ასევე სწრაფი და დაუყოვნებელი სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი