გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული გ.წ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა სისტემის 2 პისტოლეტი, შაშხანა, ფეთქებადი ნივთიერება, 2 ხელყუმბარა, 12 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 293 ვაზნა.
დანაშაული 3 – დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.