არჩილ თალაკვაძის შეუსრულებელი დაპირებები ანუ რის “გაპრავებას” ცდილობს “ოცნება

ოზურგეთის რაგბის სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობა არჩილ თალაკვაძემ გურულებს ამავე სტადიონიდან, 2017 წელს არაერთხელ მისცა და წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც არაერთხელ გამოიყენა.
2019 წელს, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გურიის გუბერნიაში პროექტის პრეზენტაციაც გამართეს და თქვეს, რომ სულ მალე, მშენებლობაც დაიწყებოდა, თუმცა, მას შემდეგ 3 წელია გავიდა და თალაკვაძეს და “ოცნებას” რაგბის სტადიონზე ერთი აგურიც კი არ დაუდია.
უფრო მეტიც, თუ ამ კადრებს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ პირიქით – აგურებს აცლიან.
კადრებში კარგად ჩანს ისიც, რა პირობებში უწევთ ვარჯიში ჩვენ გმირ მორაგბეებს.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – დღეს, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია რაგბის სტადიონის ბედით დაინტერესდა, თუმცა კითხვებზე პასუხის ნაცვლად იმის მტკიცება მოვისმინეთ, რომ ყველა იტყუება და არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთი ააყვავა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share