„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. კობახიძემ პარალელი გაავლო ყოფილი პატიმრის, უკრაინელი პოლიტიკოსის, იულია ტიმოშენკოსა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. მისი თქმით, ტიმოშენკომ ეტლით დატოვა საპატიმრო, მაგრამ მეორე დღესვე დადგა ფეხზე.
„მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით უკაცრავად, გამოვიდა ეტლით და ეს იყო მისი პირველი და ბოლო მისი გამოჩენა ეტლით, მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან, რატომ, იყო მარტივი სიმულაცია, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან ჩვენ საქმე ამ შემთხვევაშიც? “ , – განაცხადა კობახიძემ.