ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის მომავალი სპეცოპერაციის შედეგებზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე თითოეულ ჯარისკაცს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის დასავლეთისა და „კიევის რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
“მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი შედეგები გადაწყვეტს ჩვენი სამშობლოს მომავალ ბედს“, – განაცხადა კადიროვმა.
კადიროვის განცხადებით, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის თანამედროვე დასავლური ღირებულებები აშკარა საფრთხეა, რომლის წინააღმდეგაც აუცილებელია უკომპრომისო ბრძოლა.