ლანცხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან სოციალურ ქსელში წერს:
”გიული ალასანია როგორი საპატივცემულო და ღირსეული ქალბატონია.რამდენი კომენტარი გააკეთა, რაც მისი შვილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა და არცერთხელ ამ ქალბატონს წონასწორობა და ზომიერება არ დაუკარგავს.
არცერთხელ სიძულვილის და ზიზღის ენა არ გამოუყენებია არავის მიმართ.
არა და როცა საქმე შვილს ეხება, ალბათ დამეთანხმებით, შვილის პატრონმა, ქვა რომ ისროლო ვერავინ გაგიმტყუნებს?!
იმედი მაქვს, მ.სააკაშვილს ისეთ დღეში არ ჩააგდებს რეჟიმი, რომ ამ სრულიად გაწონასწორებული და სახე შენარჩუნებულ ქალბატონს წონასწორობიდან არ გამოიყვანენ საბოლოოდ!” – წერს ასკურავა.