უკრაინის ომბუდსმენი – რუსეთში იძულებით დაახლოებით 3 მილიონი უკრაინელი გადაიყვანეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით სამი მილიონი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

„თებერვლიდან მოყოლებული მინიმუმ 2 მილიონ 800 ათასი უკრაინელი იძულებული გახდა გადასულიყო ან დეპორტირებულ იქნა რუსეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share