რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან ომი, შესაძლოა, გრძელვადიან პროცესად იქცეს. მისი თქმით, აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვად იქცა, რომელზე გასასვლელადაც პეტრე I-იც კი იბრძოდა:
“რაც შეეხება სპეცოპერაციის ნელ პროცესს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ მაშინ ახსენეთ, რომ ახალი ტერიტორიები გაჩნდა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის… აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვად იქცა. პეტრე I-იც კი იბრძოდა აზოვის ზღვაზე გასასვლელად”, – თქვა პუტინმა.