ვაშლის თლის გამო დაჯარიმებულ 75 წლის პენსიონერს პოლიციამ ჯარიმა გაუუქმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაშლის თლის გამო დაჯარიმებულ 75 წლის ოზურგეთში მცხოვრებ პენსიონერს,  ნოე მეხრიშვილს 200 ლარიანი  საჯარიმო ქვითარი გაუუქმა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს”  დაზარალებულის ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა აცნობა. როგორც თავად დაზარალებულმა განაცხადა, ის დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პოლიციაში და აცნობეს, რომ 200 ლარიანი ჯარიმა, რომელიც პოლიციამ ნოე მეხრიშვილს ვაშლის თლისას პატარა დანის გამოყენების გამო გამოუწერა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაუქმებულია.

თავად ნოე მეხრიშვილი და  მისი უფლებადამცველი ამ თემის კონკრეტულ დეტალებზე  არ საუბრობენ,  თუმცა როგორც პოლიციიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, პოლიციელები პირად საუბრებში აცხადებე,ნ რომ ჯარიმის გაუქმების მიზეზი  საზოგადოების ამ ფაქტთან დაკავშირებით დამოკიდებულება გახდა. მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულ ათასობით ადამიანმა გულისწყრომა გამოხატა პოლიციის ქმედების მიმართ და სოციალუ ქსელებში უწყების მისამართით მოქალაქეები თავიანთ აღშოთებას , რომელიც ლანძღვა-გინებაში გამოიხატებოდა, არ მალავდნენ. გადამოწმებული ინფორმაციით ისიც ცნობილი ხდება,  რომ ოზურგეთის პოლიციას საყვედურების და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოსმენა თავიანთი ზემოდგომებისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც მოუწია.

ცნობისათვის, ნოე მეხრიშვილი ათი დღის წინ ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს თლიდა, როცა ის ოზურგეთის პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა. მეხრიშვილის უფლებადამცველმა ოზურგეთის პოლიციის ეს გადაწყვეტილება გურიის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share