უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Netflix-ის გადაცემაში სტუმრობის დროს თავის პოლიტიკურ მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ზელენსკის განცხადებით, თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრისთვის იგი ჯერ მზად არ არის, თუმცა გამარჯვებამდე პრეზიდენტი იქნება, მერე კი აუცილებლად ზღვაზე წავა.
„ჩვენს გამარჯვებამდე აუცილებლად ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ არც კი ვფიქრობ, ჯერ არ ვარ მზად. ძალიან მინდა უბრალოდ ზღვაზე წასვლა, როცა უკვე გავიმარჯვებთ და ძალიან მინდა ლუდის დალევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.