ალბათ, ივანიშვილს რუსეთის მხრიდან ფიზიკური განადგურება ემუქრება, თუ ის სააკაშვილს გაათავისუფლებს – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ბუნებრივ ინსტინქტზე, რასაც ჰქვია შიში. ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის შიშებზეა დამოკიდებული. რისი უფრო შეეშინდება, დასავლეთის ზეწოლის, საზოგადოების პროტესტის. იმედი მაქვს გათვიცნობიერებული აქვს შიში ისტორიისადმი, იმიტომ რომ შევარდნაძე ისტორიაში შევიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელის სახელით. თუ მეორე შიში, ფიზიკური განადგურების, რომელიც ალბათ, მას ემუქრება რუსეთის მხრიდან, თუ ის მიშას გაათავისუფლებს. ანუ ბიძინა გადაწყვეტს თავისი შიშებით და ჰობიებით. ის არის მკვლელი. თუ პუტინმა შეუკვეთა, ის ჯალათი გამოდის. თუ არ შეუკვეთა დამკვეთიც და ჯალათიც თვითონაა. არცერთ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.