აფერუმ ქალბატონო სანდრა, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ხართ დიდბუნებოვანი, ძლიერი ხასიათის ქალბატონი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ყოჩაღ! აფერუმ ქალბატონო სანდრა, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ხართ დიდბუნებოვანი, ძლიერი ხასიათის ქალბატონი, დიდი მადლობა ამისთვის”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისათვის, სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგს, მიხეილ სააკაშვილის შვილთან, ედუარდ სააკაშვილთან ერთად, სანდრა რულოვსი და გიული ალასანიაც ესწრებოდნენ.