ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

ამერიკაში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

“ინფო რუსთავის”-ს ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ნინიკური, ნიუ იორკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გიორგის ახლობლების ნაწილი აცხადებს რომ, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ამერიკაში 1 თვეა რაც გაემგზავრა, მანამდე ის რუსთავში ერთერთ დაცვის სამსახურში მუშაობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share