“რუსეთი იძულებულია, ბრძოლაში 40 წელზე მეტი ხნის რაკეტები გამოიყენოს”

Reuters-ის ცნობით, რუსეთი უბრუნდება ათწლეულების წინ დამზადებულ საბრძოლო მასალას, არტილერიის გამოყენების მაღალი ინტენსივობის გამო. ახლა მოსკოვი იძულებულია გამოიყენოს ჭურვები, რომლებიც 40 წელზე მეტი ხნის წინ დაამზადეს და რომლებსაც აქვთ მაღალი მარცხის მაჩვენებლი.

“მათ (რუსეთმა) აიღეს მოძველებული საბრძოლო მარაგი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ძველი საბრძოლო მასალები, რომელთა ნაწილი თავდაპირველად წარმოებული იყო 40 წელზე მეტი ხნის წინ”, – თქვა ოფიციალურმა პირმა ანონომურობის დაცვით.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ თუ ცეცხლის იგივე ინტენსივობა გაგრძელდება და რუსეთი დამატებით საბრძოლო მასალებს სხვა ქვეყნებიდან არ მიიღებს, არ მიმართავს ძველ მარაგებს, 2023 წლის დასაწყისისთვის მას საბრძოლო მასალა ამოეწურება.

მისივე თქმით, ძველი მარაგების გამოყენება რისკებს შეიცავს:

“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ატვირთავთ საბრძოლო მასალას, გადააჯვარედინებთ თითებს და იმედოვნებთ, რომ ის გაისვრის, ან როცა დაეშვება, აფეთქდება”.

აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში გამოსაყენებლად. მოსკოვი ასევე ცდილობს ირანიდან ასობით ბალისტიკური რაკეტის მოპოვებას და სანაცვლოდ თეირანს უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს, განაცხადა პარასკევს ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაეროში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share