„უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა“ – შოლცი

„უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება,“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად გერმანიაა, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

ზელენსკი: ვთავაზობ რუსეთს, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე, სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან

 

„დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება უნდა გაუწიოს. ჩვენი მიზანია ამ პლატფორმის სწრაფად შექმნა უკრაინის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობით. უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მარშალის გეგმასთან შეიძლება.

ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან. უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა და კონკრეტული მხარდაჭერა „დიდ შვიდეულში“ ჩვენს თავმჯდომარეობას წითელ ხაზად გასდევს. ეს ვლინდება სხვადასხვა ასპექტში, პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და სამხედრო კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ამას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“, – განაცხადა შოლცმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share