„ბიძინა და ბიძინოიდებო! ბინძურები ხართ!!!!!!!!“ – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელება „ქართული ოცნების“ მხრიდან შემზარავი საქციელია.

„ძნელია არ გაოცდე ბიძინა ივანიშვილის საოცარი უნარით, მონახოს მისნაირი,უთავმოყვარეო,ფულის გულისთვის ყველა სისაძაგლეზე ხელის მომწერი და სახელმწიფო ინტერესების დამაზარალებლები.
რამდენი ყოფილან!
ეხლა ვნახე მიშას ახალი კადრები. შემზარავია ოცნების საქციელი.
ბიძინა და ბიძინოიდებო! ბინძურები ხართ!!!!!!!!
ველოდები თუ როდის გვანახებთ პირდაპირ ეთერში მიშას ტუალეტში.
ვაი თქვენს პატრონს!“ – წერს ბურჭულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share