შეიძლება იფიქრონ, რა პოეზია, გახლეჩილია ქვეყანა – სწორედ ახლაა პოეზიის დრო – ზურაბიშვილი

”შეიძლება, ვიღაცამ დღეს იფიქროს და აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. ახლა, როგორც არასდროს. თუ რამე არის, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, ზემოთ გვაყურებინოს, სხვა რამე დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ძალიან გვჭირდება. მე არ ვიცი სხვა რამ შეიძლება მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას. ”

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოეტ ტარიელ ხარხელაურის წიგნის პრეზენტაციასა და დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share