“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, ის სუსტდება და ადვილად ღიზიანდება… 22 დეკემბერს მოსამართლეს ამ ინფორმაციას მივაწვდი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით “მთავარ არხთან” ამერიკელი ექიმი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი საუბრობს.
მე გამოვკითხე პრეზიდენტი, ვფიქრობ პირველი ამერიკელი ექიმი ვიყავი, რომელმაც ეს გააკეთა. დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა, რაც ციხეში არასათანადო მოპყრობის ბრალი უნდა იყოს. ასევე აღმოვაჩინე რომ მას აქვს ძალიან უჩვეულო პრობლემები მეხსიერებასთან. ასევე ნევროლოგიური პრობლემები და ასევე დავადგინე, რომ აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, რაც მთავარი მიზეზია ამ სწრაფადგანვითარებადი დემენციისა. როგორც მე მესმის და რასაც ვკითხულობ სამედიცინო დასკვნებში, მისი მდგომარეობა უარესდება, ის სუსტდება და ადვილად ღიზიანდება და ეს მის ნერვულ სისტემას და ფსიქიკას ანგრევს.
ჩემი პროგნოზია, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება კიდევ გაგრძელდება, თუ მას არ გაათავისუფლებენ და არ მოათავსებენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. ასეთი დაწესებულება შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში და ევროპაში. 22 დეკემბერს მე ჩამოვალ თბილისში და მოსამართლეს ამ ინფორმაციას მივაწვდი. მზად ვარ, დავიკითხო სასამართლოზეც, – ამბობს ერიკ-დევიდ გოლდსმიტი