გურიის რესპუბლიკის ცენტრალური ფიგურა გახლდათ ბენია ჩხიკვიშვილი, იგი ხელმძღვანელობდა გურიის კომიტეტს და ხალხში ცნობილი იყო, როგორც „გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი“. ჩხიკვიშვილის უახლოესი გარმოცვა და გურიის რესპუბლიკის წარმომადგენელები იყვნენ და სხვადასხვა საქმიანობებს ხელმძღვანელობდნენ შემდეგი პირები:
.
– დიომიდე შილაკაძე: მღვდელი, გურიის მოძრაობის დაყებისთანავე მღვდლის სამოსი გაიხადა და გახდა სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრი და გურიის მოძრაობის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწე. გურიის კომიტეტში შილაკაძე წარმოადგენდა შემოქმედის რაიონს (აჯანყებულებმა გურია დაყვეს შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად – რაიონად).
.
შილაკაძე რესპუბლიკის პერიოდში იმავდროულად ასრულებდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის ხელმძღვანელის მოვალეობას. ასევე იყო შემოქმედის რაიონის სკოლების ხელმძღვანელი. კომიტეტში მასვე ეკავა არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობა. ყოველ მიტინგზე გამოდიოდა მგზნებარე სიტყვით, იყო დაჯილდოებული ორატორული ნიჭით, მიტინგზე ყველა თავის გამოსვლას ამთავრებდა შემდეგი სიტყვებით: „რესპუბლიკა! შენთვის სიცოცხლეს გავწირავ!”
.
– გიორგი ჩოგოშვილი: ექიმი, გურიის რევოლუციის ფანატიკოსი მხარდამჭერი, ითვლებოდა გურიაში ერთერთ უგანათლებულეს პიროვნებად და ინტელიგენტად. იყო გურიის რევოლუციური პარლამენტის ხმოსანი, რევოლუციური სწავლების ბიუროს წევრი და სანიტარული რაზმის ექიმი;
.
ჩოგოშვილი ასრულებდა გურიის კომიტეტის განსაკუთრებულ დავალებებს, მაგალითად კომიეტის დავალებით ჩავიდა ოდესაში იარაღის და საბრძოლო მასალების შესაძენად. ნასაკირალის უღელტეხილზე მომხდარი ბრძლის შემდეგ გურიის სანიტარულ რაზმთან ერთად გასული იყო სოფელ შემოქმედში ბრძოლაში დაჭრილთა დასახმარებლად. 1906 წლის 6 იანვარს ხელმძღვანელობდა ოზურგეთიდან ნატანებისკენ დაძრულ წითელ ასეულს, რომელსაც მიცემული ჰქონდა ბრძანება მოეგერიებინა რუსეთის იმპერიის სამხედრო ნაწილი.
.
– გიორგი მამულაიშვილი: გურიის კომიტეტის წევრი, „სოციალ დემოკრატიული კლუბის“ გამგე. კლუბი განთავსებული იყო ქალაქ ოზურგეთში კომიტეტის მიერ ნოე ჩიგოგიძისათვის ჩამორთმეულ სახლში. კლუბში ეწყობოდა გურიის კომიტეტის წევრების სხდომები, აქვე იყო პარტიული სასამართლო და ეწყობოდა ღია განხილვები. მამულაიშვილი ასევე ღებულობდა მონაწილეობას ქალაქ ოზურგეთში არსებული ვაჭრობის კონტროლში, მასვე ევალებოდა დამრღვევი მოვაჭრეების დაჯარიმება.
.
– მიშო ახალაძე: რესპუბლიკის პერიოდში ქალაქ ოზურგეთის თავი და გურიის პარლამენტის წევრი, მისი პირველივე ბრძანებით ქალაქ ოზურგეთის ეკლესიის მღვდელს დუმბაძეს აეკრძალა ლიტურღიისას რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების მოხსნიება, ბრძანების შეუსრულებლობისათვის კი დააწესა სიკვდილით დასჯა.
.
– ნეტორ ერქომაიშვილი: ბენია ჩხიკვიშვილის დაცვის რაზმის (ტერორისტები) უფროსი და წითელი ასეულის ხელმძღვანელი. ნასაკირალის უღელტეხილზე გამართული ბრძოლისას მისი ბრძანებით აჯანყებულმა გურულებმა კაზაკებს დაუშინეს ბომბები და სხვა სახის ფეთქებადი ჭურვები.
.
– სიმონ ღლონტი: გურიის რეპუბლიკაში ხელმძღვანელობას უწევდა ქალაქ ოზურგეთში ვაჭრობის საქმეს, იგი გახლდათ დალაქების (პარიკმახერების) ამქრის წარმომადგენი ოზურგეთის სოციალ დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში; ახორციელებდა გაფიცვების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას;
.
– ანტონ ლომჯარია: კომიტეტში წარმოადგენდა ოზურგეთელ ვაჭრებს. ადგენდა მაღაზიების გახსნისა და დაკეტვის დროს, ამოწმებდა სასწორების გამართულბასა და სიზუსტეს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აკისრებდა პასუხისმგებლობას ვაჭრებს. მასვე ევალებოდა ვაჭრების ინფორმირება გურიის კომიტეტის მიერ მოწყობილი მიტინგების დროსა და ადგილის შესახებ;
.
– სერგო სურგულაძე: წარმოადგენდა ზემო ხეთის საზოგადოებას, ხელმძღვანელობას უწევდა იარაღისა და საბრძოლო მასალების შეძენის მიზნით მოსახლეობისაგან გადასახადების აკრეფას. ახდენდა სოფლის ახალგაზრდობის მობილიზაციას საბრძოლო რაზმებში ჩარიცხვის მიზნით;
.
– გიორგი დუმბაძე: გურიის კომიტეტის სამხედრო-რევოლუციური შტაბის უფროსი;
.
– ვლადიმერ დუმბაძე: გურიის კომიტეტის სამხედრო-რევოლუციური შტაბის უფროსის მოადგილე;
.
– მოსე ტუღუში: საბრძოლო რაზმის ხელმძღვანელი, ამასთანავე ასრულებდა რევოლუციური ღირსების სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. ამ სასამართლოს სხდომები ტარდებოდა ტუღუშის საცხოვრებელ სახლში. ტუღუშის დაპატიმრების შედეგად მის სახლში აღმოჩენილმა დოკუმენტაციამ გაშიფრა გურიის მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობა და მათი საქმიანობა;
.
– ექვთიმე დონაძე: გურიის კომიტეტის წევრი, ამავე კომიტეტის ხაზინადარი-მოლარე, მანვე გადასცა საკუთარი სახლი გურიის კომიტეტს, დონაძის სახლში იკრიბებოდა კომიტეტის წვრები საიდუმლო საქმეთა გადასაწყვეტად, მათ შორის იხილებოდა რუსეთის იმპერიის მომხრეთა დასჯასთან დაკავშირებული საკითხები. ექვთიმე დონაძის სახლის პირველ სართულზე იყო საბრძოლო მასალების, ბობმების და იარაღის საწყობი, ასევე მოწყობილი იყო რევოლუციური საპყრობილე;
.
– პარმენ თოთიბაძე: ითვლებოდა საბრძოლო რაზმის გამოჩენილ და გამოცდილ წევრად, იგი კომიტეტში წარმოადგენდა ოზურგეთის მოქალაქეებს.
.
– ალექსანდრე იმედაიშვილი: საბრძოლო რაზმის გამოჩენილი და გამოცდილი წევრი;
.
– რაჟდენ ხომერიკი: ტერორისტი, ახორციელებდა იარაღის ამოღებას (ჩამორთმევას) ჩინოვნიკებისა და კერძო პირებისაგან, იგი ხელმძღვანელობდა თავდასხმას ოზურგეთის სასამართლოზე და ოზურგეთის სამაზრო სამმართველოზე;
.
– სირმა ტოტოჩავა: წითელი ასეულის ხელმძღვანელი.
.
– ასევე ბენია ჩხიკვიშვილთან დაახლოებული პირები და გირიის მოძრაობის აქტივისტები იყვნენ: კირილე ლომაძე, მიხეილ თუმანოვი (თუმანიშვილი), ისაკ საბაშვილი, გიორგი შილაკძე, ივანე და დიმიტრი გოგიტიძეები.
.
მოზადებულია გ. ა. ზატერიანნის „გურიის რესპუბლიკის“ მიხედვით (1911 წელი).
.
ფოტოზე – დიომიდე შილაკაძე ოჯახთან ერთად
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა