ამასთან, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან არგენტინაში 871.3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 11,897 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ არგენტინაში.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას – 5,188 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 4,497 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – 858 ათასი აშშ დოლარი
- თევზი გაყინული – 458.1 ათასი აშშ დოლარი
- კიბოსნაირნი – 219.6 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება ექსპორტირებულ პროდუქტებს, საქართველოდან მხოლოდ თხილი და სხვა კაკალი (639.3 ათასი აშშ დოლარი), ასევე, ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი (232 ათასი აშშ დოლარი) გავიდა.