2022 წლის 20 დეკემბერს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ბახვი ჰესის ინიციატივით სოფლების ჩხაკაურას, მთისპირის, უკანავას, ოქროსქედისა და ვანისქედის 13 წლამდე ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პროგრამა ორი მოქმედებისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი დაეთმო საახალწლო კონცერტს, ხოლო მეორე ნაწილი ინტერაქტიული საახალწლო გართობებისგან შედგებოდა. ბავშვებისთვის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე სპეციალურად მოწვეულმა თოვლის ბაბუებმა, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებმა, მომღერალ და მოცეკვავე ბავშვთა სტუდიებმა იზრუნეს. ღონისძიება განახორციელა ფოლკლორის ცენტრის მენეჯმენტმა ბახვი ჰესის დაკვეთი.
„გურიაში ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან. დიდი თუ პატარა იწყებს საახალწლო სამზადისს, იმისათვის რომ ყველა ოჯახში ბედნიერად გააცილონ ძველი წელი და ახალი ემოციებით დახვდნენ ახალ წელს. ეს ბედნიერი დღეები განსაკუთრებით პატარებს ახარებთ, გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ წელს ბავშვების წინასაახალწლო განწყობაზე ჩვენ ვიზრუნეთ. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მთისპირის და ჩხაკაურას საჯარო სკოლების დირექციას და მთისპირის საბავშვო ბაღის მენეჯმენტს, პედაგოგებს. მათი დახმარების გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ამ ღონისძიებაზე ბავშვების ჩამოყვანა. უნდა აღვნიშნო, პედაგოგების მუდმივი ზრუნვა და მზაობა, ჩვენს მიერ ბავშვებისთვის დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებაში“- განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრების სახით ტკბილეული დაურიგა.
საახალწლო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში.