“დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეა – მთავარსარდალის, რომელმაც მთელს მსოფლიოს აჩვენა როგორ შექმნა კორუფციის და საბჭოური ჭაობიდან თანამედროვე სახელმწიფო! პატრიოტის, რომელმაც ქვეყნისთვის თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა! თითოეულმა არა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერმა ჩაიხედეთ გულში და დაფიქრდით იმაზე, რომ თქვენი დუმილი კლავს ადამიანს, რომელმაც შექმნა ის განვითარება, ის ინსტიტუტები, რომელსაც დღესაც იყენებთ… დღეს დუმილი დანაშაულია, დღეს დუმილი ამ ადამიანს კლავს პუტინის რუსეთის დავალებით და ასე ვკლავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ რეფორმასაც და კიდევ ძალიან ბევრს განვახორციელებთ !”-წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაშვილი.