ნიცაში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემდეგ, ხალიჩები ბერძენ-რომაელებს დაეთმოთ. საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო, რომელიც საფრანგეთში გადახალისებული და არასრული შემადგენლობით – ხუთი სპორტსმენით ჩავიდა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.
97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მელიამ შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და სულხან ბუიძემ (130 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ძირითადი ბირთვი ამჟამად ბაკურიანში გადის საწვრთნელ შეკრებას, ოლიმპიური თამაშების ორი სალიცენზიო ტურნირისთვის მოსამზადებლად, რომლებიც მარტსა და მაისში უნდა გაიმართოს.