ქალაქ ოზურგეთში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თეატრის მიმდებარედ, ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები დახვდათ. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
19:00 სთ-ზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ჩატარდება საახალწლო კონცერტი, სადაც ირინა ბაირამაშვილი, დათო ლონდარიძე და ჯგუფი ‘’გუფი ლენდი‘’ იმღერებენ.
ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.
ფოტოები – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია