ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თათია ნიკოლაშვილმა, მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისათვის, დღეს ოზურგეთის პოლიციას ოფიციალურად მიმართა. ნიკოლაშვილის თქმით აღნიშნული უწყებიდან ის შესაბამის რეაგირებას ითხოვს.
გუშინ, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატ თათია ნიკოლაშვილს, სიტყვით გამოსვლისას. “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრები, მარიკა ჩხიკვიშვილი, ქეთი ხომერიკი, ნინო ჭანიშვილი, ნინო ნადირაშვილი მიეჭრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნინო ნადირაშვილმა და “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის საკრებულოში, მარიკა ჩხიკვიშვილმა მასზე ფიზიკურადაც იძალადეს.