”მგონია, რომ ეს იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის, ოღონდ მიზეზი გაუგებარია – რა არის დემარშის მიზეზი? როგორც ჩანს, მგონია, რომ ეს იყო ფორმალური მიზეზი, რომელიც მართებულად და სწორად არ იქნა შერჩეული… სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნამდვილი მიზეზი. როგორც ჩანს, ეს იყო პროტესტის დაფიქსირება, გინდათ დემარში დავარქვათ, გინდაც სხვა რამ. ფაქტია, რომ სხვა პოზიცია იყო, რომლის თქმაც სურდა პრეზიდენტს და პირდაპირ არ თქვა, მიანიშნა. მე ვფიქრობ, ვერც დასახელებული მიზეზი იყო სწორად შერჩეული და ვერც მის მიღმა ნამდვილი მიზეზია გასაგები.”
თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.