ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ოზურგეთის სალოტბარო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი ,,გააგრძელე ფოლკლორი“ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულები.