სოფელ შრომის კლუბი გურიაში – გოგა ჩანადირის ფოტოები

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში გურიის ერთ-ერთი სოფლის, შრომის კლუბის უნიკალურ  ფოტოებს აქვენებს. შრომის  კლუბი 1956 წელს აშენდა და დღეს უკვე რესტავრაციას საჭიროებს. პოსტის ავტორის თქმით, მისი აღდგენა 2021 წლის ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი , თუმცა ეს პროცესი ჯერაც არ დაწყებულა:
”მქონდა საშუალება, დეტალურად გადამეღო გურიის სოფელ შრომის კლუბი, რომელიც ერთ-ერთი შთამეჭდავია საქართველოში.
აშენდა 1956 წელს და ისევე როგორც ბევრი კულტურული ნაგებობა, ესეც რეჟისორ რობერტ სტურუას მამამ – თავადაც რობერტმა მოხატა.
თითქმის ყველა ადამიანი სოფელ შრომის ნამდვილი პერსონაჟია, რითაც მხატვარმა ისტორიას არამხოლოდ სოფლის ცხოვრება, თვით ადგილობრივების სახეებიც შემოუნახა.
კლუბის აღდგენა 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, მაგრამ ხილულად ჯერ საქმე წინ არ წასულა. პროექტი თუ არსებობს, არც ეს ვიცი.
იმედია, ამ შენობის აღდგენა წელს დაიწყება, რადგანაც უმძიმეს მდომარეობაშია.
თავად შრომა ულამაზესი სოფელია საუკეთესო ხალხით. აქ არაერთი საინტერესო ნაგებობაა, მათ შორის სოციალისტური.
სოფლის ისტორიული სახელია მიქელგაბრიელი.
იხილეთ კლუბის ფოტოები და ისიამოვნეთ.” – წერს ჩანადირი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share