“იმუშავეთ ემიგრანტებო… საქართველო ჯერაც ქეიფობს”- რას წერს გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ეს დამპალი იმპერიალისტები და კაპიტალისტები, ადამიანებს რომ არ აფასებენ – შობის მეორე დღეს ყველა სამსახურში იყო, ახალი წლის მეორე დღესაც. ბედობაც რომ არ იციან და არანაირი ტრადიცია არ აქვთ. ეკონომიკა ამათ არ უვარგათ და არც არაფერი.

ჰქონდეთ აბა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არც და ვერც დაესიზმრებათ… ჰო და იმუშაონ ვირებივით… ჩვენ? ჩვენ კარგად ვართ… საცივშემხმარ თმას ორშაბათს დავიბანთ – 8 რიცხვში… ცოტას ვადაპტირდებით, ახალი წლის ამბებს მოვყვებით სამსახურში – ღვიძლს დავასვენებთ 14-მდე და ნუ 16-ში ვნახოთ რა…. ა, ჰო, ნათლისღებაც…

იმუშავეთ ემიგრანტებო და ე, მანდ კაპიკი არ დააკლოთ ისე გამოაგზავნეთ ყველაფერი…

საქართველო ჯერაც ქეიფობს…”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share