რუსეთმა “ზავი” დაარღვია – შობის ღამეს ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შობის ღამეს დონეცკის ოლქში რამდეიმე დასახლება დაბომბა. იერიშებს 2 ადამაინი ემსხვეპრლა, 7 კი მძიმედ დაიჭრა. ეს მონაცემები დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გაავრცელა.

“რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 6 იანვარს რუსებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტსა და კრასნაია გორაში.რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა. ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”,- წერს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share