საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე დასწრებას ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად შეძლებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.