„ლარმა თავისი გამყარების შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი დააფიქსირა და მოხდება მისი კვლავ გაუფასურება“

ეკონომისტი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლარმა თავისი გამყარების შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი დააფიქსირა და მოხდება მისი კვლავ გაუფასურება.

„ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 500 მილიონი დოლარი ამოიღო. ამ მოცემულობით ლარმა თავისი გამყარების შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარი დააფიქსირა და მოხდება მისი კვლავ გაუფასურება.
ქართულ მონეტარულ პოლიტიკაზე 50 მლნ დოლარის ამოღება ახდენს საკმაო გავლენას და 500 მლნ დოლარი გამოიწვევს ერთგვარ მონეტარულ ტურბულენტობას.
ლარი დოლართან მიმართებაში მიმდინარე თვის ბოლომდე საშუალოდ 15-20 თეთრით (მინიმუმ) გაუფასურდება.
P.S. რეზერვების შევსება მოხდა კვლავ ადამიანების და არა გაზრდილი ეკონომიკის ხარჯზე. ნოემბერ-დეკემბერში მკვეთრად გაიზარდა ემიგრანტების მიერ საახალწლოდ გაკეთებული გზავნილები და იმის მაგივრად, რომ ლარი ყოფილიყო “თავისუფალ ცურვაში” და ეს ერთგვარად აისახებოდა ფასებზე, კვლავ ხელოვნური “ქირურგიული” ჩარევა, კვლავ გაუფასურება და კვლავ ფასების ზრდა არის მოსალოდნელი“, – წერს ოთო აბესაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share