ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება.
„რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.