ცდილობენ, რომ სააკაშვილი სიკვდილამდე მიიყვანონ, – ამის შესახებ გიული ალასანიამ სასამართლო პროცესისი პარალელურად განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ სასწრაფო ოპერაცია, რომელზეც პროცესზე ექიმმა კობიმ ისაუბრა, მესამე პრეზიდენტისთვის აქამდეც უნდა ჩაეტარებინათ.
გაჩნდა რაღაც დოკუმენტაცია, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცის და არც საქმეში დევს. ამას ვუკავშირებ აი, იმ განცხადებებს, რაც გუშინ გაკეთდა, რომელიც დღეს გაკეთდა და რომელიც ყოველდღე კეთდება. ცდილობენ, რომ მიიყვანონ ეს ადამიანი სიკვდილამდე. ამას ვუკავშირებ. ადამიანი ამბობს, რომ არის მნიშვნელოვანი, რომელიც არის სპეციალისტი ამ დარგის და აქ არის სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელია წარმოდგენილი და ყველა თავის სფეროზე აგებს პასუხს. ეს მაშინვე თქვა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ „მე ამ ოპერაციას დღეს კი არა, გუშინ გავაკეთებდი და გუშინწინო, იმდენად სერიოზულია ეს შემთხვევა, – თქვა ალასანიამ.