”ერეკლე პაპა” – ს ძახილი ვერ გიშველით, არაა ერეკლე თქვენნაირი მოღალატეების არც ”პაპა” და არც მეფე”

“ერეკლე პაპა” – ამ ერთ ფრაზაში ჩანს იმ ველურების სიყალბე და გაუნათლებლობა, ვინც ყვარელში ჩასული პროფესორი არ შეუშვა აუდიტორიაში. სულერთია, რა თემაზე სურდა საუბარი მომხსენებელს და რა თვალსაზრისი აქვს მას თავად, იკრიბებოდნენ განათლებისთვის, კანონი არავის დაურღვევია და კანონით აკრძალული არაფერი დაუგეგმავთ, იყო ჩვეულებრივი საგანმანათლებლო ლექცია დაგეგმილი.

ნორმალურ ქვეყანაში არავის, არცერთ მოქალაქეთა ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს უფლება, სადმე შეკრება და საუბარი აუკრძალოს ვინმეს, მითუმეტეს რომ აკადემიური ლექცია და ღრმად განსწავლული პროფესორი ჰყავდათ მოწვეული ახალგაზრდებს. რაც მოხდა იყო უკიდურესი სიველურე და ბოლშევიკურ წარსულში მიბრუნება.

“ერეკლე პაპა”- ს ძახილი ვერ გიშველით, არაა ერეკლე თქვენნაირი მოღალატეების არც “პაპა” და არც მეფე. დიდი სირცხვილი პოლიციას, რომელიც უნიათოდ დანებებული შეჰყურებდა როგორ ახევენ ხულიგნები მათ მოქალაქეებს და თავად მათაც თავისუფლებას და ქვეყნის კანონს თავზე.” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share