”ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი იმ მიმართულებაზე, რომლითაც საქართველო მიდის და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სასტიკი პატიმრობის რეალური მიზეზებზე?
სანქციები ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს!”
– ასე ეხმაურება პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერის მალგოჟეტა გოშევსკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა: “საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს”