”ლავროვი მოგეხსენებათ, რომ არ არის ჩვენი ოპოზიციასავით ერთსულიანი მოთამაშე, ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი გახლავთ და როდესაც რაიმე განცხადებას აკეთებს, თვლის რამდენიმე შედეგზე და ჩვენ ვხედავთ, რომ ნაწილობრივ, როგორც ყოველთვის, ლავროვი ამ შედეგს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის ფლანგზე, აღწევს ხოლმე და ოპოზიციას გარკვეულ მაშველ რგოლსაც გადაუგდებს ხოლმე. რაში დასჭირდა? – დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ დაუძაბოს საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, მისცეს ოპოზიციას კიდევ დამატებითი, ერთგვარი საწვავი იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ უარგუმენტოდ, დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. ის, რომ საქართველო მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს არჩეული მთავრობა, ეს მართლაც კარგია, თუ დაინახა ლავროვმა. დიახ, ეს ასეა და ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ლავროვის ეს აღიარება, სასარგებლოა.”
– თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სანქციებზე საუბროსას საქართველოს მთავრობა შეაქო და თქვა, რომ ის “დასავლურ ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს”.